ზიუზინოს ბორისისა და გლების ეკლესია
ზიუზინოს ბორისისა და გლების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°39′31″ ჩ. გ. 37°34′48″ ა. გ. / 55.65861° ჩ. გ. 37.58000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1688 |
ზიუზინოს ბორისისა და გლების ეკლესია (რუს. Церковь Бориса и Глеба в Зюзине) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. იგი შენდებოდა 1688-1704 წლებში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასვლეთის ადმინისტრაციულ ოლქში ზიუზინოში (ყოფილი სოფელი) მისამართი: პერეკოპის ქუჩა № 7.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილი სადაც მდებარეობდა სოფელი ზიუზინო, ეკუთვნოდა პროზოროვსკიების თავადთა საგვარეულოს. ბორისისა და გლების ეკლესის მშენებლობა მიმდინარეობდა 1688 წლიდან 1704 წლამდე. ქვედა თბილი ეკლესია, რომელიც ნაკურთხი იყო წმინდა მთავარ ვლადიმირის სახელზე ააგეს და აკურთხეს უკვე 1688 წელს, ხოლო ზედა ზაფხულის ეკლესია, თავადების ბორისისა და გლების სახელზე ნაკურთხი კი მხოლოდ 1704 წელს.
1938 წელს, გაძლიერებული ანტისაეკლესიო კამპანიის დროს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. 1950-იანი წლების ბოლოს გაიმართა მისი პირველი სარესტავრაციო სამუშაოები, რის შემდეგაც მასში განათავსეს ალმასების გადამამუშავებელი სახელოსნო. 1979 წელს დაიწყო ახალი სარესტავრაციო სამუშაოები, რის შემდეგაც ეკლესიაში განათავსეს საბჭოთა კავშირის ინსტრუმენტისა და მანქანათმშენებლობის სამინისტროს არქივი.
1989 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, იგი გადავიდა სევასტოპოლის რაიონის მართლმადიდებელი მრევლის კუთვნილებაში და აღდგა ღვთისმსახურება.
2005 წლიდან ბორისისა და გლების ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა როგორც ბავშვებისათვის, ასევე მოზარდებისათვის.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ბორსისა და გლების ეკლესიის ადგილზე განთავსებული იყო ძველი, ხის ტაძარი. ახალი ტაძარი ააგეს ე. წ. „ნარიშკინის (მოსკოვის) ბაროკოს“ სტილში. ეკლესიის არქიტექტურა ახლოსაა ტროიცე-ლიკოვის სამების ეკლესიის არქიტექტურასთან, რომლის არქიტექტორიც უნდა იყოს იაკობ ბუხვოსტოვი. ამ მიზეზის გამო ბორისისა და გლების ეკლესიის მშენებლობაც სწორედ მას მიეწერება.
ეკლესია აგებულია მარალი თაღოვანი პალატით, საკურთხევლისა და კარიბჭის სიმაღლე ერთნაირია. ტაძარი სემკულია ტრადციული მოსკოვური ბაროკოს სტილში. ზედა სართულზე ასასვლელად გამოყენებულია შიდა კიბე.
1879 წელს ეკლესიას მიაშენეს სამრეკლო, რომელიც დღევანდელ დღემდე არ შემონახულა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Церковь Бориса и Глеба в Зюзино
- Храм благоверных князей Бориса и Глеба в Зюзине на сайте Православие.Ru
- «Зюзино. От села до района столицы» დაარქივებული 2009-03-30 საიტზე Wayback Machine.